ახალი ამბები
გორის რაიონის რამდენიმე საბავშვო ბაღს თხევადი აირი და შეშა დაგვიანებით მიუტანეს
გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების ნაწილს კომპანიების წარმომადგენლებმა თხევადი აირი და შეშა დაგვიანებით მიუტანეს.

ამის შესახებ გამგეობის იურიდიულმა სამსახურმა საკრებულოს აცნობა.

სამსახურის წარმომადგენლის, რეზო გოგიაშვილის განცხადებით, ხუთივე კომპანიას პირგასამტეხელო დაეკისრა.

,,იურიდიული სამსახურის მიერ განხილულ იქნა სხვადასხვა მიმწოდებელთა მიერ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობების დარღვევის ხუთი შემთხვევა, რის საფუძველზეც გამოვლინდა მიმწოდებლის მხრიდან შესყიდვის ობიექტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დარღვევით მიწოდების ფაქტები. ამის საფუძველზე ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, შესაბამის მონაწილეებს დაეკისრათ პირგასამტეხელოს ფადახდა" - აღნიშნულია იურიდიული სამსახურის განცხადებაში.

საქმე 2016 წლის ბოლოს, ზამთრის დასაწყისში განხორციელებულ შესყიდვებს ეხება.

,,ბაღების გაერთიანების" პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, რამდენიმე ბაღში დაგვიანდა თხევადი აირის ბალონების მიწოდება და, ასევე, გეგმით გათვალისწინებული რაოდენობის შეშის დარიგება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები