ახალი ამბები
სურამში მდინარე სურამულას ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს
სურამში, რუსიას ქუჩაზე მდინარე სურამულას ნაპისრსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს.

ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ხაშურის მუიციპალიტეტიდან მიაწოდეს.

მდინარის ჯებირების სამშენებლო სამუშაოები 62 მეტრზე ხორციელდება, რაც ადგილობრივ ბიუჯეტს 60 000 ლარი უჯდება.

სამშენებლო სამუშაოებს შ.პ.ს. „თეონა“ ახორციელებს.

მდინარე სურამულას ნაპირსამაგრი სამუშაოები ორი კვირის წინ დაიწყო და 20 დღეში უნდა დასრულდეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები