ახალი ამბები
ცხინვალში ერთ-ერთ ქუჩას ვიტალი ჩურკინის სახელი მიენიჭება
ცხინვალის მოსახლეობა ითხოვს, რომ ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩას ვიტალი ჩურკინის სახელი მიენიჭოს.

ამის შესახებ დღეს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა.

ოსური მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ მისი რესპუბლიკის წინაშე ჩურკინს უდიდესი დამსახურება მიუძღვის.

რუსეთის წარმომადგენელი გაეროში ვიტალი ჩურკინი 20 თებერვალს 65 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ის დიპლომატიურ საქმიანობას 1974 წლიდან ეწეოდა. 

ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, საკითხს ადგილობრივ პარლამენტის სხდომაზეც განიხილავენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები