ახალი ამბები
შიდა ქართლის გუბერნატორმა გორში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები გაიცნო
შიდა ქართლის მხარის გუბერნატორი, კახა სამხარაძე დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გორში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაციის პრეს-სამსახური ავრცელებს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხებოდა.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გუბერნატორს გააცნეს ინფორმაცია მათი საქმიანობის შესახებ და ისაუბრეს რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, რომლებსაც მუშაობის დროს აწყდებიან.

სამხარაძის თქმით, მნიშვნელოვანია სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის კომბინირებული, და არა ჩასაფრებული მუშაობა, ეს ხელს შეუწყობს საერთო მიზნების განხორციელებას, რაც მეტად ეფექტური და შედეგიანი იქნება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები