ახალი ამბები
ხაშურში ამერიკის საელჩოს წარმომადგენელმა მოლაპარაკებების თემაზე პრეზენტაცია გამართა
ამერიკის საელჩოს წარმომადგენელმა ლაურა კელერმა ხაშურში პრეზენტაცია თემაზე: „მოლაპარაკებები და მათი მნიშვნელობა სამსახურსა და პირად ურთიერთობებში“ გამართა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ხაშურის გამგეობიდან აცნობეს.

გამგეობის პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, შეხვედრა ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკის ამერიკის კუთხეში გაიმართა.

მომხსენებელმა მსმენელებს მოლაპარაკებების სფეროში საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და იმ მიღწევებისა და სირთულეების შესახებ ესაუბრა, რომელიც მოლაპარაკებებს თან ახლავს.

ლაურა კელერი საერთაშორისო ვაჭრობის სპეციალისტია და იყო ამერიკის შეერთებულ შტატების წარმომადგენელი მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციაში.

ასევე მონაწილეობდა მოლაპარაკებებში ევროკავშირის ქვეყნებთან, რუსეთთან, უკრაინასთან, აზიისა და აფრიკის სახელმწიფოებთან.

შეხვედრა დისკუსიით დასრულდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები