ახალი ამბები
სანაგვე ურნაში საკვების ნაცვლად ნაპოვნი წიგნები (PHOTO)
დღეს შუადღეს 60-წლამდე ასაკის ქალბატონი წერეთლის გამზირზე მდგარ სანაგვე ურნაში საკვებს ეძებდა.

ის სადგურის დასახლებაში ცხოვრობს, გვითხრა, რომ ოჯახში სამნი არიან, სოციალურად დაუცველის სტატუსიც აქვთ, მაგრამ მაინც უჭირთ.

მოულოდნელად, ცელოფნის პარკში შეკრული წიგნები იპოვა. მათ შორის, აღმოჩდა ქართული ხალხური ზღაპრების კრებული ,,ხალხური სიბრძნე", ხოლო დანარჩენი ორი -ა. ვოინოვას  ,,тамара и давид" (თამარ მეფე და დავითი) და ,,вдоль за золото" (ოქროსთან ერთად)

,,აბა ესენი რად მინდა შვილო" - გვითხრა სოციალურად დაუცველმა.  ნაგავმზიდიც მოვიდა და საყვირით ტერიტორიიდან გაცლა მოგვთხოვა. 

Print

სტატიის გამოყენების პირობები