ახალი ამბები
ხაშურში შშმ ბავშვებისათვის ადაპტირებული ატრაქციონები გაიხსნა
დღეს, 21 თებერვალს, ქალაქის ცენტრალურ პარკში შშმ ბავშვებისათვის ადაპტირებული ატრაქციონები გაიხსნა.

ატრაქციონების დამონტაჟება ქალთა ასოციაციის ხაშურის ფილიალის ინიციატივით, ორბელიანის ფონდის მხარდაჭერით და ხაშურის მუნიციპალიტეტის თანადგომით განხორციელდა.

ორბელიანის ფონდის წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს ხაშურის მაჟორიტარ დეპუტატს და მის ბიუროს, ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ა(ა)იპ „სავანეს“ და შპს „ფოლადს“ პროექტის განხორციელებაში გაწეული თანადგომისთვის.

აღსანიშნავის, რომ შშმ ბავშვებისთვის ადაპტირებული ატრაქციონები დღემდე არამხოლოდ ხაშურის მუნიციპალიტეტში, არამედ შიდა ქართლის რეგიონშიც არ არსებობდა და ეს რეგიონული მასშტაბით პირველი პრეცენდენტია.

გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი, ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი სიმონ ნოზაძე, ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი გურასპაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა შუბითიძე, მუნიციპალიტეტის და საზოგადოების წარმომადგენლები.

Print

სტატიის გამოყენების პირობები