ახალი ამბები
ქინძმარაული რუსული წარწერით ,,კიკაბიძე" - ცხინვალის მაღაზიებში გამოჩნდა
ცხინვალის სუპერმარკეტებში ქინძმარაულის ბოთლები წარწერით ,,ვ. კიკაბიძე" გამოჩნდა.

ამის შესახებ ფოტოებს ოსური საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებს.

ჟურნალისტის ცნობით,  ღვინით სავსე ასეთი ბოთლი ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე სუპერმარკეტის დახლზე ნახა.

მაღაზიის კონსულტანტმა ადგილობრივ ჟურნალისტს განუცხადა, რომ ღვინის პარტიას, სხვა ღვინოებთან ერთად, რუსეთიდან იღებენ.

წარწერას ,,ვ. კიკაბიძე" ქართველი მსახიობის, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის ვახტანგ კიკაბიძის გამოსახულებაც ახლავს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები