ახალი ამბები
კასპის საქალაქო ბიბლიოთეკაში საბავშვო დილა ,,ოდა დედა ენას" ჩატარდა
კასპის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ,,დედა ენის" საპატივსაცემოდ ღონისძიება გამართეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გამგეობის პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, საბავშვო დილა ,,ოდა დედა ენას" ბიბლიოთეკების გაერთიანების საქალაქო ბიბლიოთეკაში 21 თებერვალს ჩატარდა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ კასპის N 3 საჯარო სკოლის მოსწავლეები: მარიამ ქებაძე, მარიამ გაგაძე, ნინო სისაური, მაკა ილურიძე, სოფიკო პაპიაშვილი, მარიამ კოტიაშვილი, გიორგი მელაძე, მარიამ ნაცვალაშვილი, თამუნა წინამძღვრიშვილი, ლაშა პაპაშვილი, მარიამ მერებაშვილი, თამარ ხორგუაშვილი, მარიამ ჟივიძე, ლუკა კოტიაშვილი, ლუკა შერმადინი, თამარ გოგიაშვილი, ნანა ილურიძე, სალომე ნონიაშვილი, ნატალია ბექაური, მარიამ ქაწაშვილი, ლალი ბატკუაშვილი;

ღონისძიების ორგანიზატორი გახლდათ საქალაქო ბიბლიოთეკის სპეციალისტი მაია ქესაური; ბავშვებთან იმუშავა კასპის N 3 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა ნანა იაშვილმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები