ახალი ამბები
უსაფრთხოების საკითხებზე საფრანგეთის საელჩოს ატაშემ გორის უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა
გორში საფრანგეთის საელჩოს შიდა უსაფრთხოების ატაშემ ბრუნო ბალდუკმა საჯარო ლექცია უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში წაიკითხა.

სტუდენტებს უსაფრთხოების, ნარკოტიკებისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებზე ესაუბრა.

შეხვედრა გორის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საფრანგეთის საელჩოს თანამშრომლობის ფარგლებში, გაიმართა.

გამგეობის პრეს-სამსახურის ცნობით, უსაფრთხოების თემაზე საჯარო ლექცია საფრანგეთის საელჩოს თანამშრომლებისა და გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებთან შეხვედრის დროს დაიგეგმა.

,,გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა აქტიურად თანამშრომლობს საფრანგეთის საელჩოსთან და სხვადასხვა პროექტებს ახორციელებს." - განმარტავს პრეს-სამსახურის წარმომადგენელი.

"ჩვენ გვაქვს მჭიდრო თანამშრომლობა საელჩოსთან, განვახორციელეთ და კიდევ იგეგმება სხვადასხვა ერთობლივი პროექტები. თანამშრომლობის შედეგად გადაწყდა რომ გორის უნივერსიტეტში გაიხსნება ფრანგული ენის შემსწავლელი ცენტრი, სადაც ნებისმიერ მსურველს საშუალება ექნება დაეუფლოს ფრანგულ ენას. დღევანდელი შეხვედრაც ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ გავაგრძელებთ ახალგაზრდებისთვის მსგავს პროექტებს." - განაცხადა მედიასთან გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვილმა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები