ახალი ამბები
გორში ყველა ,,ზებრა გადასასვლელს" კომპანია ხელახლა მონიშნავს
გორის ქუჩებში არსებულ ,,ზებრა გადასასვლელებს" საღებავებით ის კომპანია ხელახლა მონიშნავს, რომელმაც სამუშაოები გასული წლის შემოდგომაზე შეასრულა.

ამის შესახებ გორის მერმა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის წარმომადგენელთან, ნინო გიორგაძესთან განაცხადა.

ქალაქის მერის თქმით, სამუშაოების შესრულების ხარისხის ნაკლებლობას იწვევს ის ფაქტი, რომ ტენდერში მონაწილეობას ნაკლებად გამოცდილი კომპანიები იღებს.

,,გორში, დიდი მასშტაბის სამუშაოები არაა შესასრულებელი. ამის გამო, შედარებით მცირე თანხით გვიწევს ტენდერის გამოცხადება. გამოცდილი კომპანიების წარმომადგენლები კი, მონაწილეობას არ იღებენ" - აცხადებს ზურაბ ჯირკველიშვილი.

მისი განმარტებით, გასულ წელს, საგზაო ნიშნების მოხაზვის სამუშაოების შესრულება ამ კუთხით, სწორედ, გამოუცდელ კომპანიას მოუწია, თანაც, გვიან შემოდგომით.

,,ტენდერები რამდენჯერმე ვარდება, ახლაც ასეა. ამიტომ, ამჟამად, ჩვენი წარმომადგენლები მოლაპარაკებას აწარმოებენ ისევ იმ კომპანიასთან, რომელმაც გასულ წელს შეასრულა სამუშაოები" - განმარტავეს ჯირკველიშვილი.

ვიდრე, გორის მერია სატენდერო სამუშაოებს მოაგვარებს, ახალგაზრდული ,,დროა" ახალი ინიციატივის მოფიქრებას გეგმავს. მათ გასულ წელს ზებრა გადასასვლელები ნახატებით მონიშნეს.

მიმდინარე წელს "დროა" საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით სხვადასხვა კამპანიის განხორციელებას გეგმავს, რომელიც ხელს შეუწყობს საგზაო უსაფრთხოების დაცვას.

Print

სტატიის გამოყენების პირობები