ახალი ამბები
ხაშურის მუზეუმში კონფერენცია თემაზე - „ექვთიმე კერესელიძე“ გაიმართა
ხაშურის მუნიციპალიტეტის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გაიმართა კონფერენცია თემაზე - „ექვთიმე კერესელიძე“.

კონფერენციაში, რომლის ორგანიზატორიც ნანა ჯოხაძე იყო, დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლა-პანსიონის გოგონათა მგალობელი გუნდი მონაწილეობდა.

გოგონებმა, ძველი ქართული საგალობლების გადარჩენის საქმეში, ღირსი ექვთიმე აღმსარებელის (ერისკაცობაში ევსტათე კერესელიძე) მიერ გაწეული ღვაწლის შესახებ ისაუბრეს და საგალობლებიც შეასრულეს.

დღევანდელი კონფერენცია თემატურად უკავშირდებოდა მხარეთმცოდნეობის მუზეუმში მიმდინარე მოძრავ ფოტო-ექსპოზიცია „საგანძურს“, რომლის ფარგლებშიც ქართული ქრისტიანული ხელოვნების ფოტო ასლებია წარმოდგენილი.

კონფერენციის დასასრულს ნაჩვენები იყო ექვთიმე კერესელიძეზე შექმნილი დოკუმენტური ფილმი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები