ახალი ამბები
გორში ჩოდრიშვილის ქუჩაზე ძაღლმა ქალი დაკბინა
გორში, წყაროს უბანში, ძაღლმა ქალი დაკბინა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გორის ტურისტული ცენტრის ,,ტონთიოს" თანამშრომლემა ნანა ტერმაკოზაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ბოლო ხანებში, ქალაქის ქუჩებში მოსიარულე მიუსაფარი ძაღლები ბავშვებსაც უქმნის საფრთხეს.

დაკბენილ მოქალაქეს მკურნალობა ,,გორმედის" საავადმყოფოში ჩაუტარდა.

მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები