ახალი ამბები
დღეიდან გორის სოფლებში დამატებით ორი ახალი ნაგავმზიდი ივლის
დღეიდან გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში მყარი ნარჩენების გასატანად ორი ნაგავმზიდი ივლის.

მერსედესის ფირმის ახალი კომპაქტორიანი,  20 და 13 ტონიანი მანქანები გამგებელმა დავით ონიაშვილმა  გამოსცადა.

დავით ონიაშვილი ა(ა)იპ კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, ნაგავმზიდების სპეციფიკას პირადად გაეცნო.

ამ ეტაპზე კეთილმოწყობის სამსახურს საყოფაცხოვრებო ნარჩენები გორის მუნიციპალიტეტის 43 სოფლიდან გააქვს.

800 - მდე ურნა სხვადასხვა სოფელშია განაწილებული, უახლოეს პერიოდში სოფლებში კიდევ 100 ურნას დადგამენ. 

გამგეობის პრეს-სამსახურის ცნობით, ბოლო ორი წლის განმავლობაში სოფლებიდან 9 000 ტონამდე საყოფაცხოვრებო ნარჩენების გამოიტანა მოხერხდა.

ახალი ნაგავმზიდები გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას მუნიციპალური განვითარების ფონდისგან ერთობლივი პროექტის ფარგლებში გადაეცა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები