ახალი ამბები
აშშ-ში საქართველოდან სტუდენტების მობილობა/გაცვლები ბოლო 5 წლის განმავლობაში 36%-ით გაიზარდა
ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკის ამერიკის კუთხეში საერთაშორისო განათლების ცენტრის წარმომადგენელმა დალი ხომერიკმა სკოლის მოსწავლეებისთვის და დაინტერესებული პირებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

მან დეტალურად ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რომლებიც აუცილებელი წინაპირობაა აშშ-ში განათლების მისაღებად.

განსაკუთრებული აქცენტი კულტურულ განსხვავებულობის პატივისცემაზე და ეფექტური სამოტივაციო წერილების მომზადებაზე გააკეთა.

ამერიკის კუთხის ხელმძღვანელმა ქეთი მეტრეველმა განაცხადა, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკის ამერიკული კუთხე მომავალ კვირაში გეგმავს, სამოტივაციო წერილების მომზადებასთან დაკავშირებით ტრენინგის ჩატარებას.

შეხვედრის ბოლოს, განათლების ცენტრის წარმომადგენელმა წარმატება უსურვა ხაშურელ ბავშვებს და აღნიშნა, რომ აშშ-ში საქართველოდან სტუდენტების მობილობა/გაცვლები ბოლო 5 წლის განმავლობაში 36%-ით გაიზარდა, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

განათლების ცენტრი ამერიკული პროგრამა „EDUCATIONAL EXCHANGE PROGRAMS IN GEORGIA“ წარმომადგენელია და მიზნად ისახავს აბიტურიენტებისთვის ხელშეწყობას, რათა მათ შეძლონ ამერიკულ უნივერსიტეტებში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და სხვა საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართვა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები