ახალი ამბები
დევნილი ბავშვების გზა სკოლისკენ
სოფელ შავშვების საჯარო სკოლაში მოსწავლეები რამდენიმე სოფლიდან დადიან. იქ შავშვების, ნადარბაზევის, ნაწრეტისა და ახალშენის ბავშვებთან ერთად, დევნილთა დასახლებაში მცხოვრები მოსწავლეებიც სწავლობენ.

ყველა დასახლებას ერთი ავტობუსი ემსახურება. სასკოლო ავტობუსით, ძირითადად, პირველი და მეორე კლასის ბავშვები გადაჰყავთ. დანარჩენი კლასის მოსწავლეები ფეხით დადიან.

შავშვების დევნილთა დასახლებიდან საჯარო სკოლამდე მანძილი ერთი კილომეტრია. გზა კი, მინდორზე გადის, სადაც ზამთრობით თოვლი და ქარია, გაზაფხულის მიწურულს კი, - სიცხე.

Print

სტატიის გამოყენების პირობები