ახალი ამბები
ცხინვალში 25 თებერვალი საბრძოლო წვრთნებით აღნიშნეს
სამშობლოს დაცვის დღე დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში საბრძოლო წვრთნებით აღნიშნეს.

ამის შესახებ ფოტორეპორტაჟს ცხინვალის მთავრობოს ოფიციალური სააგენტო ავრცელებს.

დე-ფაქტო პრეზიდენტის, ლეონიდ თიბილოვის პრეს-სამსახურის ცნობით, წვრთნებში მონაწილეობა რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმაც მიიღეს.

წვრთნების დროს, მტრის იმიტაცია შექმნეს.

იმიტაციის მიხედვით, ,,რესპუბლიკის" საზღვართან შეიარაღებული ფორმირებები გადავიდნენ, ცდილობენ დესტაბილიზაციის შექმნას და ხელისუფლების დამხობას.

საბრძოლო წვრთნებით ეს ,,ფორმირებები" უნდა გაენადგურებინათ, ხელთ მათი დოკუმენტაცია უნდა ჩაგედოთ და საბრძოლო მიზნები გაეგოთ. 

Print

სტატიის გამოყენების პირობები