ახალი ამბები
ქვეითად მოსიარულე მამაკაცს გორში ავტომობილი დაეჯახა
შემთხვევა ცხინვალის გზატკეცილზე „ლუკოილის“ ბენზინგასამართ სადგურთან მოხდა. შუახნის მამაკაცი მრავლობითი მოტეხილობების შედეგად გარდაიცვალა.

ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიაწოდეს.

უწყების ცნობით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპიბა გამოიწვია გულისხმობს.

 

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები