ახალი ამბები
ქარისგან მოგლეჯილი ახალი სახურავი კორპუსის ეზოში ჩავარდა
ამილახვრისა და ცაბაძის ქუჩების კვეთაზე საცხოვრებელ კორპუსს ქარმა სახურავი ახადა.

შემთხვევის დროს, ეზოში არავინ იმყოფებოდა. დაზიანდა მანქანები.

ადგილობრივი მცხოვრებნი ამბობენ, რომ კორპუსს სახურავი გასული წლის ზაფხულში გამოუცვალეს, თუმცა, უხარისხოდ.

,,მერიას რამდენჯერმე მივმართეთ, რომ ახლადგაკეთებულ სახურავიდან წყალი ჩამოდის, გვპასუხობდნენ, სამერცხულია და იმიტომ ჩამოდისო. აჰა, თქვენც ხედავთ, როგორი სამერცხულია" - გვითხრა ადგილობრივმა მცხოვრებმა.

შემთხვევიდან 15 წუთში ადგილზე გორის მერიის ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები, ასევე, საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ როსებაშვილი მივიდნენ.

ზარალს ის კომპანია აღადგენს, რომელმაც სახურავი გამოცვალა. გამოძიება შსს-მ დაიწყო.


კომპანიის ხელმძღვანელი: ,,კორპუსს ჩემი გაკეთებული სახურავი არ დაზიანებია"
Print

სტატიის გამოყენების პირობები