28 თებერვალს, 19 საათზე, გორში, ერისთავის თეატრში, გაიმართება
ცხინვალის თეატრის სპექტაკლი "კვაჭი".
ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს თეატრის
ადმინისტრაციიდან აცნობეს.
მიხეილ ჯავახიშვილის ნაწარმოების ,,კვაჭი კვაჭანტირაძის" მიხედვით
შექმნილი სპექტაკლის პრემიერა ცხინვალის თეატრმა 2016 წლის
შემოდგომაზე უჩვენა.
ამ სპექტაკლისთვის მსახიობმა ცოტნე ხუბუტიამ მამაკაცის როლის
საუკეთესო შესრულებისთვის ჯილდო მიიღო. რეჟისორია გოჩა
კაპანაძე.
რომანი 1924 წელს დაიწერა.
კვაჭი იშვიათ მოსაზრებულობასა და გამომგონებლურ ნიჭს ამჟღავნებს,
როდესაც საქმე ეხება ძარცვას, წაგლეჯას, მითვისებას, კარიერის
გაკეთებას. მკითხველის თვალწინ გაირბენს კვაჭის ცხოვრება, დაბადებიდან
უკანასკნელ დღეებამდე და მკითხველი მოწმე ხდება იმის, რომ კვაჭის
ბუნება არ იცვლება, არამედ იცვლება მასშტაბები გაიძვერობისა და
აფიორისა.
სტატიის გამოყენების პირობები