ახალი ამბები
ფოტომატიანე: ილია მეორე გორში
ფოტო 1988 წელს გორშია გადაღებული.

იმ დღით უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ გორიჯვრის ტაძარი აკურთხა.

ფოტოზე, რომელიც ეროვნული ბიბლიოთეკის არქივშია შენახული, გორის რაიკომის მაშინდელი მდივანი ვაჟა აბრამიშვილი ჩანს.

სწორედ, მისი ინიციატივით აღდგა წმინდა გიორგის სახელობის უძველესი ეკლესია.

ტაძარი 1920 წლის მიწისძვრამ დაანგრია. ვახუშტი ბატონიშვილის გადმოცემით, ამ ეკლესიაშია დაკძალული წმინდა გიორგის თავის ქალის ნაწილი.

ვაჟა აბრამიშვილი მიმდინარე წლის 6 თებერვალს გარდაიცვალა. ეკლესია მისმა ძმამ, ნოდარ აბრამიშვილმა მოხატა. 

Print

სტატიის გამოყენების პირობები