ახალი ამბები
ხოვლის ტყეში რეინჯერი გარდაცვლილი იპოვეს
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში 46 წლის კახა ყურაშვილი ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.

ამის შესახებ ინფორმაცია გარემოს დაცვის სამინისტრომ გუშინ გაავრცელა.

პრეს-სამსახურის ცნობით, ყურაშვილი ტყის ეროვნულ სააგენტოში რეინჯერად მუშაობდა.

ყურაშვილი სახლიდან 25 თებერვალს წავიდა.

,,ტყეში იმ დღეს ცხენით წავიდა ტყეში. გვიან საღამოს სახლში მარტო ცხენი დაბრუნდა" - აცხადებენ აცლობლები.

26 თებერვალს კი, მისი ცხედარი იპოვეს.

გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, დაზიანებულია თავის ქალა.

გარდაცვლილს ექპერტიზა უტარდება. კიდევ ერთი დეტალი, რაზეც გამოძიება მუშაობს, მანქანის ნაკვალევია, რომელიც გარდაცვლილი რეინჯერის სიახლოვეს დაფიქსირდა.

ოჯახის წევრები ვარაუდობენ, რომ მამაკაცი მოკლულია, ხოლო, ცხოველისგენ მიყენებული დაზიანებები კი, გარდაცვალების შემდეგ მიიღო.



Print

სტატიის გამოყენების პირობები