ახალი ამბები
ამირან გუგუტიშვილი საკუთარი სახლის ნაკვეთთან დააკავეს
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ გუგუტიანთკარში მცხოვრები ამირან გუგუტიშვილი ორი დღეა ცხინვალის იზოლატორშია.

ის რუსმა მესაზღვრეებმა 2017 წლის 25 თებერვალს დააკავეს.

69 წლის მამაკაცი საკუთარ დამწვარი სახლის მოსანახულებლად იმყოფებოდა.

მავთულხლართები მისი სასახლკარე ნაკვეთის მიჯნაზე გადის.

ამირან გუგუტიშვილს დანგრეული სახლიდან გასათბობად ძველი ხის მასალა უნდა წაეღო.

ეს ადგილი, კიდევ შვიდ ოჯახთან ერთად, ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მოხვდა.

მავთულხლართებიდან 50 მ მანძილზე დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების მიერ გაცემული ცნობის ან პასპორტის არქონის გამო, რუსი მესაზღვრეები ადგილობრივებსაც აკავებენ.

ფოტოზე ამირან გუგუტიშვილი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ სუხიშვილის სახელობის გორის უნივერსიტეტის სტუდენტმა ბექა ქორჩილავამ გადაიღო. ამ ფოტომ კონკურსში გაიმარჯვა.

ფოტოკონკურსი სახელწოდებით ,,მოქალაქე IN ACTION" სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის (CELA) და „ჟურნალისტთა ქსელს გენდერული თანასწორობისთვის“ (JNGE), თბილისის მერიის პარტნიორობით გასულ წელს გაიმართა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები