ახალი ამბები
ქარმა ზედაველაზე ელექტროსადენები დააზიანა
ძლიერი ქარის გამო ,,ზედაველაზე" ელექტროსადენები დაზიანდა.

ამის გამო გორის მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილს დენის მიწოდება შეუწყდა.

კომპანია ,,ენერგო პრო ჯორჯიას" თანამშრომლებმა აღდგენითი სამუშაოები დღეს დაამთავრეს.

,,ქარის გამო ბოძი იყო გადატეხილი და ჩვენმა თანამშრომლებმა დღეს უკვე დაასრულეს სამუშაოები" - გვითხრეს ენერგოკომპანიაში.

ძლიერი ქარის გამო გუშინ 26 თებერვალს გორის ცენტრში საცხოვრებელ კორპუსის სახურავიც დააზიანა
Print

სტატიის გამოყენების პირობები