ახალი ამბები
ვარიანი-ნიქოზის გზის მონაკვეთზე სამუშაოები აპრილში დამთავრდება
გორის მუნიციპალიტეტის სოფლების, ვარიანისა და ნიქოზს შორის მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია აპრილში დასრულდება.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს კომპანია ,,შარას" წარმომადგენელმა მერაბ ნადირაძემ განუცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ 5 კმ-იან მონაკვეთზე მოხდება სანიაღვრე არხების გაკეთებაც.

,,მალე უკვე დავიწყებთ ორმაგი ასფალტის დასხმას და სამუშაოებს აპრილისთვის დავასრულებთ" - განაცხადა მან.

საგზაო სამუშაოები საავტომობილო დეპარტამენტის დაკვეთით მიმდინარეობს. ჯამში, 2 მლნ ლარამდე იხარჯება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები