ახალი ამბები
მატარებლების განგრიგი 27 თებერვლიდან პირველ მარტამდე შეცვლილია
ხაშური-გომის სარკინიგზო მონაკვეთის გადამკვეთ საავტომობილო მაგისტრალზე, ლითონის ხიდის მშენებლობის სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით, სამგზავრო მატარებლების განრიგი შეიცვალა.

მატარებლების ნაწილი მოიხსნა, დანარჩენები კი, შეზღუდული გრაფიკით იმოძრავებენ:

2017 წლის 27 თებერვლის 11 სთ. 30 წთ - დან 19 სთ. 30 წთ. - მდე

28 თებერვალს და 1 მარტს 12.00 სთ-დან 16.00 სთ-მდე  

27 თებერვალ თბილისიდან და ოზურგეთი-ქუთაისიდან მსვლელობიდან მოიხსნა მატარებელი № 12/11 და №18/17 თბილისი-ოზურგეთი-ქუთაისი;

არ იმოძრავებენ სამგაზავრო მატარებელები №873 ფოთი-თბილისი და ქუთაისიდან და თბილისიდან მატარებლები №677/678 ქუთაისი-თბილისი.

მატარებელი №686 თბილისი-ბორჯომი გაჩერდება სადგ. გომში და ფანჯრის გახსნის შემდეგ გააგრძელებს მოძრაობას. (გომში დგომის ხანგრძლივობა 55 წთ.).

სამგზავრო მატარებელი №804 თბილისი-ბათუმი თბილისიდან გავა 18-15 (ნაცვლად 17-35).

მატარებელი №874 თბილისი-ფოთი თბილისიდან გავა 18-30 (ნაცვლად 17-50).

იმავე დღეს, საგარეუბნო მატარებელი № 606 თბილისი-ნიქოზი თბილისიდან გავა 18-37 (ნაცვლად 18-25) .

28 თებერვალს და 1 მარტს სამგზავრო მატარებელი №11/17 ოზურგეთი-ქუთაისი-თბილისი, გაჩერდება სადგ. ხაშურში და ფანჯრის გახსნის შემდეგ გააგრძელებს მოძრაობას (ხაშურში დგომის ხანგრძლივობა 35 წთ.).

სს „საქართველოს რკინიგზა’’ ბოდიშს გიხდით მგზავრებს შექმნილი დისკომფორტისთვის.

Print

სტატიის გამოყენების პირობები