გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ კოშკაში სასმელი წყლის მიწოდება
შეწყდა.
ამის მიზეზად მუნიციპალიტეტის გამგეობაში ელექტროენერგიის
დავალიანებას ასახელებს.
პრეს-სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, მოსახლეობა საერთო
მრიცხველზე დაფიქსირებული მონაცემები გააპრორესტა.
,,ჩვენ დაგვიკავშირდა მოსახლეობა. გვითხრეს, რომ საერთო მრიცხველზე
მონაცემები გაბერილია. შევამოწმეთ მრიცხველი ლაბორატორიაში, მაგრამ
დაზიანება არ აღმოჩნდა" - ამბობს გამგებლის მოადგილე ალეკო ვეშაპური
პრეს-სამსახურის მეშვეობით.
როგორც გავარკვიე, რაიონის ,,წყლის კომპანია" მხოლოდ ინფრასტრუქტურულ
სამუშაოებს ახორციელებს.
,,თუ გვეტყვიან, რომ დაზიანებულია მილი ან სხვა რაიმე ობიექტი, ამ
შემთხვევაში, უკვე, გამგეობა ერთვება ვითარების გამოსასწორებლად" -
აცხადებს პრეს-სამსახურის წარმომადგენელი.
,,ენერგო-პრო-ჯორჯიაში" აცხადებენ, რომ მოსახლეობას არავითარი
დავალიანება არ გააჩნია.
,,ვინაიდან სოფელში გამრიცხველიანება
მიმდინარეობს,
შესაბამისად, დენი იყო გათიშული. როგორც კი დამთავრდება
გამრიცხველიანების სამუშაოები, დღის ბოლოს, დენის მიწოდება აღდგება" -
აცხადებს პრეს-სამსახური.
სტატიის გამოყენების პირობები