ახალი ამბები
გორის შესასვლელში ტურისტული ობიექტის მშენებლობა იგეგმება
გორის შესასვლელში, სათბურის წინ ტურისტული ობიექტის მშენებლობა იგეგმება.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ტერიტორიის მფლობელი ზვიად ხორგუაშვილი ესაუბრა.

მისი თქმით, ადგილი, რომელიც წლების განმავლობაში, დაბინძურებული იყო, იწმინდება და ახალი ობიექტისთვის მზადდება.

,,კონკრეტულად, რა ობიექტი იქნება, ჯერ არ გავახმაურებთ. ინვესტიცია სოლიდური იქნება და ეს დაბინძურებული ტერიტორია საკმაოდ ლამაზი იქნება" - ამბობს ხორგუაშვილი.

ტერიტორიის გასუფთავებას, ხის ბუჩქებთან ერთად, რამდენიმე ფიჭვის ხე შეეწირა, თუმცა, ხორგუაშვილის განცხადებით, მალე უკეთესად გამწვანდება.

დაახლოებით 15-20 მეასედი ნაკვეთის ფასი აუქციონზე დაახლოებით 80 ათას ლარად განისაზღვრა და გორის მერიის ბიუჯეტში შევიდა.






Print

სტატიის გამოყენების პირობები