ახალი ამბები
ნიქოზში წლინახევრის ბავშვი მაღალი ტემპერატურის ფონზე გარდაიცვალა
შინაგან საქმეთა სამინისტრო წლინახევრის ბავშვის გარდაცვალების მიზეზს არკვევს.

უბედური შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზში 23 თებერვალს მოხდა.

სასწრაფო სამედიცინო ცენტრის პრეს-სამსახურის ცნობით, გამოძახებისას ბავშვი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

როგორც ექიმები აცხადებენ, მაღალი ტემპერატურა სწრაფად ორი დღეში განვითარდა.

,,დილის ცხრის ნახევარზე დაგვირეკეს. ჩვენი ბრიგადა ადგილზე გავიდა დაუყოვნებლივ და ბავშვი გზაში დაგვახვედრეს. სამწუხაროდ, ის გარდაცვლილი იყო" - აცხადებენ სასწრაფო სამედიცინო ცენტრის პრეს-სამსახურში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, გამოძიება 116-ე მუხლით (სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობა) მიმდინარეობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები