ახალი ამბები
წმინდაწყალზე მანქანა გზიდან გადავარდა
გორში, წმინდაწყლის დასახლებაში ავტომანქანა გზიდან გადავარდა.

ავტოსაგზაო შემთხვევა ლუკოილის ბენზინგასამათ სადგურის მოპირდაპირე მხარეს, საცხოვრებელი კორპუსების დასაწყიში მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს.

ავარიისას არავინ დაშავებულა. ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს პოლიცია სწავლობს.

გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მართვას ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში გულისხმობს, ანდა
სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა ასეთ მდგომარეობაში მყოფი პირისათვის
Print

სტატიის გამოყენების პირობები