სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლის სოსო ანესაშვილის გარდაცვალების
ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური ეხმაურება.
სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, მათი უწყების წარმომადგენელი
უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის
მეხუთე ნაწილით დაიწყო.
აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს ავტომანქანის საგზაო მოძრაობის წესების
დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
სამინისტროს ცნობით, შემთხვევა სპეცნაზის ტერიტორიაზე არ მოხდა.
სოსო ანესაშვილი სოფელ კარალეთთან, ასფალტის ქარხნის მიმდებარე
ტერიტორიაზე დაიღუპა.
სპეცდანიშნულების ბაზა რამდენიმე მეტრში მდებარეობს.
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი
წერდა, რომ
ის სატვირთო მანქანაში წვრთნის დროს ცდილობდა ასვლას, თუმცა,
გადმოვარდა სატრანსპორტო საშუალების სავარაუდოდ არასწორი მანევრირების
დროს.
სტატიის გამოყენების პირობები