ახალი ამბები
პირველ სკოლასთან ,,ოპელი" სატვირთო მანქანას დაეჯახა

დიდი სისწრაფით მიმავალი ,,ოპელის" მარკის მსუბუქი ავტომობილი სატვირთო მანქანას დაეჯახა.

შემთხვევა დღეს დილით, დაახლოებით, 10 საათზე, დავით აღმაშენებლისა და კოსტავას ქუჩის გადაკვეთაზე, მოხდა.

,,ოპელს" შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის თანამშრომლები მართავდნენ, რომლებსაც სამსახურში აგვიანდებოდათ.

ის აღმაშენებლის გამზირზე მოძრაობდა. კოსტავას ქუჩიდან სატვირთო მანქანამ გადასვლა და გზის გაგრძელება სცადა.

,,ისე ჩქარა მოდიოდა, ვერ მოვასწარი გადასვლა" - უცხადებდა სატვირთო ავტომანქანის მძღოლი პატრულს.

შეჯახების შემდეგ სატვირთო ავტომანქანა განათების ბოძს დაეჯახა, ხოლო მსუბუქი ავტომანქანის წინა ასახდელი ნაწილი (,,კაპოტი"), საქარე მინამდე, სატვირთო ავტომანქის საბარგულის ქვეშ მოექცა.

საგზაო მოძრაობის მონაწილეები ადმინისტრაციული კოდექსის 125-ე მუხლის მიხედვით დაჯარიმდნენ (ავტოსაგზაო მოძრაობის წესების დარღვევა)

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები