ახალი ამბები
საცხენოსნო ტური ატენის ხეობაში
გორის მუნიციპალიტეტის გამგობის ტურიზმის ცენტრის წარმომადგენლებმა, ატენის ხეობაში საცხენოსნო ტურის შესახებ, სპეციალური რუკა შეადგინეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ცენტრის ხელმძღვანელი რობერტ მაღლაკელიძე ესაუბრა.

რუკაზე მარშრუტების მიმართულება, საოჯახო სასტუმროების მდებარეობა და ღვინის მარნების მისამართებია მითითებული.

ცენტრის ხელმძღვანელის რობერტ მაღლაკელიძის განცხადებით, ტური სამი მარშრუტისგან შედგება:



#1 მარშრუტი

ატენის ხეობა - ,,ორმოცი" - ,,პატარა წერეთი" - კლიკიჯვრის ქედი - მონათა ბაზარი - ორმოცი

აქ შეკრების პუნქტი სოფელი ორმოცი, 22 კმ.

მარშრუტის ხანგრძლივობა 5-6 საათი, მანძილი სულ 30 კმ.

,,მარშრუტზე მსვლელობის დროს თქვენს თვალწინ გადაიშლება ულამაზესი ბუნება, უნიკალური წიწვოვანი ნარგავები, ბუნებრივი წყარო, სადაც შესაძლებელი იქნება დასვენება. მოინახულებთ სოფელ პატარა წერეთის ნასახლარებს და სოფელ ატენში გავრცელებული ლეგენდის გმირის, გოლიათის ,,ჯეფერის" საფლავს. ბოლოს კი, იხილავთ კლიკიჯვრის ქედის ულამაზეს ადგილს პატარა ეკლესიით, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზე მე-16 - მე-18 საუკუნეებში იმართებოდა ,,მონათა ბაზრობა"

#2 მარშრუტი

ატენის ხეობა - ბოშური - ყველაანთ უბნის ტბები - მარიამის ხევი - ბოშურის საცხენოსნო ბაზა

შეკრების პუნქტი სოფელი ბოშური, გორიდან 25 კმ. მარშრუტის ხანგრძლივობა 5-6 საათი შესვენებით, მანძილი სულ 10-15 კმ. სიმაღლე ზღვის დონიდან 1600-1800 მეტრი.

აღნიშნულ მარშრუტზე მოგზაურობა სასურველია გაზაფხულზე, რადგან ტბები ჯერ კიდევ არ არის დამშრალი და საოცრად ლამაზი ბუნებაა

#3 მარშრუტი

ატენის ხეობა - ორმოცი - იფნარა - დიდი ჩანჩქერი - ყინულის ჩანჩქერი - ორმოცი

შეკრების პუნქტი სოფელი ორმოცი, 22 კმ გორიდან, მარშრუტის ხანგრძლივობა 3-4 საათი შესვენებით. მანძილი სულ 15 კმ. სიმაღლე ზღვის დონიდან 1000-1100 მეტრი.

არსებული მანძილი ყველა მოკლეა, შედის თხილნარას ხეობაში და გვაგონებს კანიონებს. ბოლოში 10-15 მეტრიდან გადმოდის დიდი, ლამაზი ჩანჩქერი. აღნიშნული ტერიტორია უნიკალურია კარვების გასაშლელად და ღამის გასათევად.

ტურების შესახებ დაინტერესებულ პირებმა ტურიზმის ცენტრს გორში, შემდეგ მისამართზე უნდა მიმართონ: წერეთლის ქ. 37-ა; ელ. ფოსტა: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it ; ტელ: 599 57 78 49; 577 18 30 17





გამოყენებულია off-road კლუბის ფოტოები

Print

სტატიის გამოყენების პირობები