ახალი ამბები
დღეს გუბერნატორმა შინდისის მემორიალი გვირგვინით შეამკო
შიდა ქართლის მხარის გუბერნატორი, კახა სამხარაძემ, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ ჯარისკაცთა საპატივსაცემოდ, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, მასთან ერთად გუბერნიის ადმინისტრაციის თანამშრომლები იმყოფებოდნენ.

,,შინდისის გმირები ჩვენი უალოესი ისტორიის სამაგალითო და საამაყო ადამიანები არიან, და ასეთი ბიჭების თავდადებითა და სამშობლოს სიყვარულით შევძლებთ დავიცვათ და გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყანა. მადლობას ვუხდი ამ ადამიანებს, მათ მშობლებს, ოჯახებს მათი აღზრდისთვის“– აღნიშნა გუბერნატორმა.

2008 წლის 11 აგვისტოს რუსულ სამხედრო ნაწილთან შეტაკების დროს 17 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები