ახალი ამბები
ხოვლეში რეინჯერის მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში ერთი პირი დააკავეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ხოვლედან აცნობეს.

ბრალდებულს 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლი წაუყენეს, თუმცა, თავდაპირველად, გამოძიება, სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფარგლებში, მიმდინარეობდა.

მას ბრალად რეინჯერის, 46 წლის კახა ყურაშვილის მკვლელობა ედება ბრალად.

ხოვლის ტყეში, 46 წლის კახა ყურაშვილი გარდაცვლილი, 2017 წლის 26 თებერვალს, ნახეს.

წინა საღამოს ის ტყეში ცხენით წავიდა, თუმცა, სახლში, მხოლოდ, ცხენი დაბრუნდა.

გამომძიებლებმა იმ ტერიტორიიდან, სადაც გარდაცვლილი იპოვეს, სისხლის ნიმუშები აიღეს. ადგილზე ორი ადამიანის სისხლის და მანქანის კვალი დაფიქსირდა.

გარდაცვლილს თავის ქალა კი, დაზიანებული ჰქონდა.

ბრალდებული სამი მცირეწლოვანი შვილის მამა აღმოჩნდა. ის ნივით ტყეში შეშის მოსატანად იმყოფებოდა. სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე სახაზინო ადვოკატის დანიშვნას აპირებენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები