ახალი ამბები
უფლისციხის სამხედრო ბაზაზე დაჭრილი ჯარისკაცის მდგომარეობა კვლავ მძიმეა
სამხედრო მოსამსახურის მდგომარეობა, რომელიც, გუშინ, უფლისციხის სამხედრო ბაზაზე დაიჭრა, კვლავ, მძიმეა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ბაზის თანამშრომელმა, მევლუფიშვილმა განუცხადა. 

თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის უფლისციხის სამხედრო ბაზაზე განწესში მყოფმა, სამხედრო მოსამსახურე ბ.შ-მ, მასზე გაპიროვნებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, რის შედეგადაც სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო.

როგორც ჟურნალისტებს ადგილზე განუცხადეს, ჯარისკაცი საყარაულო კოშკზე იმყოფებოდა.

შემთხვევიდან რამდენიმე წუთში ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანეს, სადაც სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ამჟმად, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია.

მომხდარის შესახებ დაშავებული სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრები. ის დასავლეთ საქართველოდანაა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება საქართველოს სსკ 115-ე მუხლით, რაც თვითმკლელობის მცდელობას გულისხმობს.

საქმეს სამხედრო პოლიცია იძიებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები