ახალი ამბები
ბენდი ,,კანუდოსი" ახალ პროექტს წარადგენს
გიორგი ერისთავის სახელობის გორის დრამატული თეატრის სცენაზე ჯგუფ ,,კანუდოსის" კონცერტი გაიმართება.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ჯგუფის წარმომადგენლებმა აცნობეს.

"ქალაქური ჭორები" - ასე ჰქვია ბენდის ახალ მუსიკალურ პროექტს, რომელსაც 4 მარტს 19 საათზე წარადგენენ.

"ქალაქური ჭორები" არის კანუდოსის ახალი მუსიკალური პროექტი, რომელიც გულისხმობს ყველასათვის საყვარელი და ნაცნობი ქართული სიმღერების ჯაზ ვერსიებს, ნამდვილი ქალაქური სიმღერებისა და იმპროვიზაციული მუსიკის სინთეზს." - აღნიშნავენ კონცერტის ორგანიზატორები.

დასწრება თავისუფალია.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები