ახალი ამბები
შავშვების დევნილთა დასახლების ბავშვებს გუბერნატორმა სათამაშოები მიუტანა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვების დევნილთა დასახლების საბავშვო ბაღში ტელევიზორი და სათამაშოები მიიტანეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გუბერნატორის პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, საჩუქრები საბავშვო ბაღისთვის ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობამ შეიძინა.

სტუმრებს შორის, სწორედ, ერედვის მუნიციპალიტეტის გამგებელი ოთარ ცოტნიაშვილიც იმყოფებოდა.

შავშვების დევნილთა დასახლებაში, ძირითადად, პატარა ლიახვის ხეობის სოფლებიდან დევნილები ცხოვრობენ. მათ საკუთარი საცხოვრებელი სახლები 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, მიატოვეს.

გუბერნატორთან ერთად საბავშვო ბაღი პირველმა მოადგილემ იოსებ ოქრომელიძემაც დაათვალიერა.

საბავშვო ბაღის ხელმძღვანელმა გალინა ქელეხსაევამ და აღმზრდელებმა ხელისუფლების წარმომადგენლებს ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადეს.

იხ. ამავე თემაზე:

შავშვების დევნილთა დასახლების ახალი საბავშვო ბაღი ელექტროქურებით თბება

დევნილი ბავშვების გზა სკოლისკენ
Print

სტატიის გამოყენების პირობები