ახალი ამბები
ერგნეთში 75-ე შეხვედრა მიმდინარეობს
დღეს, 2017 წლის 2 მარტს, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით სამოცდამეთხუთმეტე შეხვედრა მიმდინარეობს.

მონაწილეები ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, არსებულ უსაფრთხოების მდგომარეობას განიხილავენ და შეაფასებენ.

ბოლო შეხვედრა ერთი თვის წინ, 3 თებერვალს გაიმართა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, 3 თებერვლის სხდომაზე, არსებული მდგომარეობა შეაფასეს, როგორც მშვიდი, ასევე აღინიშნა დაკავებულთა რაოდენობის შემცირებაც.

რაც შეეხება მოახლოებულ სასოფლო-სამეურნეო სეზონს, ამასთან დაკავშირებით, მისიის წარმომადგენლების ცნობით, მონაწილეებმა, გადაწყვეტილებების განხილვისათვის მზადყოფნა გამოთქვეს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები