ახალი ამბები
გორის მერიამ 4-6 მარტისთვის კულტურული ღონისძიებების გამართვა დაგეგმა
2017 წლის 4-დან 6 მარტამდე გორში სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები გაიმართება.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მერიის პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

იხ. გრაფიკი:

4 მარტი

ბენდ ,,კანუდოსის“ ახალი მუსიკალური პროექტი - "ქალაქური ჭორები"

გიწვევთ 4 მარტს 19 საათზე გორის გ. ერისთავის სახელობის დრამატულ თეატრში კონცერტზე.

"ქალაქური ჭორები" არის კანუდოსის ახალი მუსიკალური პროექტი, რომელიც გულისხმობს ყველასათვის საყვარელი და ნაცნობი ქართული სიმღერების ჯაზ ვერსიებს, ნამდვილი ქალაქური სიმღერებისა და იმპროვიზაციული მუსიკის სინთეზს.

კონცერტზე ასევე მონაწილეობას მიიღებენ მოწვეული მუსიკოსები: პიანისტი თამაზ აბრამიძე და ვოკალისტი ბიძინა გუნცაძე

კონცერტის მხარდამჭერია ქ. გორის მუნიციპალიტეტის მერია.


5 მარტი

კვირას, 5 მარტს, 17:00 საათზე, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ბავშვთა და ახალგაზრდობის კლუბში გაიმართება დათო ტურაშვილის საჯარო ლექცია თემაზე "ქართული კინოს ისტორია".

ღონისძიების ორგანიზატორები არიან არასამთავრობო ორგანიზაცია "ჯუნიპერი" და ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი.

ლექცია იმართება პროექტის "თავისუფალი კინოჩვენებები გორში" ფარგლებში და დაფინანსებულია ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.


6 მარტი

ქალაქ გორში მოსწავლე - ახალგაზრდობის კულტურულ - საგანმანათლებლო ცენტრის მცირე დარბაზში გამომცემლობა "არტანუჯის" ორგანიზებით ნინო კასრაძესთან შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება.

,,საუბრები ესმა ონიანზე“ - ასეთია შეხვედრის თემა.

15:00 - დან 20:00 საათამდე კულტურის ცენტრის ფოიეში მოეწყობა გამომცემლობების - "არტანუჯისა" და "ინტელექტის" წიგნების გამოფენა-გაყიდვა 40-50%-იანი ფასდაკლებით.
Print

სტატიის გამოყენების პირობები