ახალი ამბები
,,დილას" სტადიონზე ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატი გაიხსნება
2017 წლის ივლისამდე გორის ,,დილას" სტადიონს სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდება.

ამის შესახებ ინფორმაციას სპორტული გაზეთი ,,ლელო" ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, სამზადისს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოყოფილი, 560 ათასი ლარის ფარგლებში დაიწყებენ.

ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატს საქართველო 2-დან 15 ივლისამდე უმასპინძლებს. გორში ტურნირის გახსნის მატჩია დაგეგმილი.

შეიცვლება განათება და ტაბლო. გასახდელები და საშხაპეები მოწესრიგდება.

,,ლელოს" ინფორმაციით, იგეგმება საკომენტატორო ოთახების, ვიდეოოპერატორებისთვის ჯიხურების დამონტაჟება. შეიცვლება სტადიონზე შესასვლელი ყველა კარი.

გარკვეული სამუშაოები უნდა ჩატარდეს უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნითაც, არენა გარედანაც რიგიანად შეიფუთება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები