სტასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება “რუსთავი 2”-ის საქმეზე
სტასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით “რუსთავი 2”-ის საქმეზე
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება 8 მარტამდე
შეჩერებულია.
დოკუმენტის თანახმად, რომელიც ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ადვოკატმა
თამთა მურადაშვილმა სასამართლოსგან მიიღო, ევროპულმა სასამართლომ
მიიღო გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება “რუსთავი
2”-ის საქმეზე დროებით შეაჩეროს და ამავე დოკუმენტის თანახმად,
ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს მომჩივანი კომპანიის სარედაქციო
პოლიტიკაში ჩარევისაგან.

2017/03/03/0a23b2e95e327305cea49ca42adab3cd.jpg"
border="0">
2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ რუსთავი 2-ის
100% ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.
გადაწყვეტილებაში, რომელიც უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზე
გამოქვეყნდა, წერია:
1. ლევან ყარამანიშვილის, გიორგი ყარამანიშვილის, შპს “ტელეკომპანია
საქართველოს”, ნინო ნიჟარაძის, შპს “ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას”
საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა
პალატის 2016 წლის 10 ივნისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი
გადაწყვეტილება;
3. ქიბარ ხალვაშისა და შპს “პანორამაის” სარჩელი დაკმაყოფილდეს
ნაწილობრივ;
4. გაუქმდეს შპს “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ის პარტნიორების:
ლევან ყარამანიშვილის 22%-ის, გიორგი ყარამანიშვილის 28%-ის, შპს
“ტელეკომპანია საქართველოს” 51%-ის და ნინო ნიჟარაძის 9%-ის წილების
რეგისტრაცია საჯარო რეესტრში და შპს “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი
2”-ის 60% წილის მესაკურედ ცნობილი იქნეს ქიბარ ხალვაში და 40%-ის
წილის მესაკუთრედ ცნობილი იქნეს შპს “პანორამა”;
5. უცვლელად დარჩეს წინამდებარე გადაწყვეტილების შესავალ ნაწილში
მთითებული სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის
გასაჩივრებული განჩინების წინმსწრები განჩინენები;
6. მოპასუხეებს შპს “ტელეკომპანია საქართველოს”, გიორგი
ყარამანიშვილს, ლევან ყარამანიშვილს და ნინო ნიჟარაძეს ქიბარ
ხალვაშისა და შპს “პანორამას” სასარგებლოდ, სოლიდარულად, დაეკისროთ
სახელმწიფო ბაჟის სახით 5000 ლარის ანაზღაურება;
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება
საბოლოოა და არ საჩივრდება.
წყარო
netgazeti.ge
სტატიის გამოყენების პირობები