ახალი ამბები
სტასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება “რუსთავი 2”-ის საქმეზე
სტასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით “რუსთავი 2”-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება 8 მარტამდე შეჩერებულია.

დოკუმენტის თანახმად, რომელიც ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ადვოკატმა თამთა მურადაშვილმა სასამართლოსგან მიიღო, ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება “რუსთავი 2”-ის საქმეზე დროებით შეაჩეროს და ამავე დოკუმენტის თანახმად, ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს მომჩივანი კომპანიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევისაგან.

 


2017/03/03/0a23b2e95e327305cea49ca42adab3cd.jpg" border="0">

2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ რუსთავი 2-ის 100% ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.

გადაწყვეტილებაში, რომელიც უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, წერია:

1. ლევან ყარამანიშვილის, გიორგი ყარამანიშვილის, შპს “ტელეკომპანია საქართველოს”, ნინო ნიჟარაძის, შპს “ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას” საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა პალატის 2016 წლის 10 ივნისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ქიბარ ხალვაშისა და შპს “პანორამაის” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. გაუქმდეს შპს “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ის პარტნიორების: ლევან ყარამანიშვილის 22%-ის, გიორგი ყარამანიშვილის 28%-ის, შპს “ტელეკომპანია საქართველოს” 51%-ის და ნინო ნიჟარაძის 9%-ის წილების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში და შპს “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ის 60% წილის მესაკურედ ცნობილი იქნეს ქიბარ ხალვაში და 40%-ის წილის მესაკუთრედ ცნობილი იქნეს შპს “პანორამა”;

5. უცვლელად დარჩეს წინამდებარე გადაწყვეტილების შესავალ ნაწილში მთითებული სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინების წინმსწრები განჩინენები;

6. მოპასუხეებს შპს “ტელეკომპანია საქართველოს”, გიორგი ყარამანიშვილს, ლევან ყარამანიშვილს და ნინო ნიჟარაძეს ქიბარ ხალვაშისა და შპს “პანორამას” სასარგებლოდ, სოლიდარულად, დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის სახით 5000 ლარის ანაზღაურება;

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

წყარო netgazeti.ge

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები