ახალი ამბები
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში უფასო სამედიცინო გამოკვლევები მიმდინარეობს
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობისთვის, გორის რაიონში, უფასო სამედიცინო გამოკვლევები მიმდინარეობს.

სამედიცინო აქციაში მონაწილეობა გორის მუნიციპალიტეტის 5 სოფლის, ერგნეთის, მეღვრეკისის, ფხვენისის, ქვემო ხვითისა და ყელქცეულის მოსახლეობას შეუძლია.

დღეს ექიმები სოფელ ფხვენისში იმყოფებოდნენ.

მიმდინარე სამედიცინო აქცია ევროკავშირის (EU) მიერაა მხარდაჭერილი, რომელსაც ახორციელებს „გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში“ (UNDP).

COBERM-ის პროგრამის ფარგლებში მეგობრობის ხიდი ქართლოსი ახორციელებს პროექტს „ექიმები მშვიდობისათვის“.

პროექტის ფარგლებში ნიქოზის ამბულატორიაში გაიხსნა ოფთალმოლოგიის კაბინეტი და შეძენილი იქნა ოფთალმოლოგიური რეფრაქტომეტრი, კერატომეტრი და პორტატიული ტონომეტრი რაც მოსახლეობას საშუალებას აძლევს უფასოდ მიიღონ მაღალხარისხიანი კვლევები: თვალის ფსკერის დათვალიერება, ბროლისა და სათვალის ზომების შერჩევა, თვალის წნევის კონტროლი.

,,ნიქოზის ამბულატორიაში ფუნქციონირებს თანამედროვე სტანდარტების მქონე კლინიკური, ბიოქიმიური და იმუნოფერმენტული ლაბორატორია, ლაბორატორიას გააჩნია გერმანული ხარისხის კონტროლის სერთიფიკატები.

ამბულატორიაში ფუნქციონირებს ფუნქციურ-დიაგნოსტიკური კაბინეტი, სადაც ტარდება სხვადასხვა ორგანოების ულტრაბგერითი კვლევები და ელექტროკარდიოგრაფია."- აცხადებს ორგანიზაცია ,,ქართლოსის" ხელმძღვანელი მეგი ბიბილური.

Print

სტატიის გამოყენების პირობები