ახალი ამბები
,,აზნეთის" დასახლებასთან ბალახს ცეცხლი გაუჩნდა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავთან ხმელ ბალახს ცეცხლი გაუჩნდა.

ხანძარი რამდენიმე კერძო პირის ნაკვეთზე გავრცელდა და ტყემლის ხეები დააზიანა.

ე.წ. აზნეთის დასახლებასთან სარწყავი არხის პირზე, ნესტიან ადგილზე, ლელი და ჭანგა 2 მ-მდე სიმაღლის იზრდება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრეს-სამსახურში ამბობენ, რომ ბოლო დროს ბალახზე გაჩენილი ხანძრის გამო, გამოძახებები გახშირდა.

ხშირ შემთხვევაში მეხანძრეებს ადგილზე ცეცხლი უკვე ჩამქრალი ხვდებათ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები