ახალი ამბები
მდინარე დიდდება - დაბა სურამში ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის კომპანია ჯერ ვერ შეარჩიეს
მდინარე სურამულა უკვე დიდდება.

ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობა კი, დარჩენილი ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩასატარებლად, კომპანიებს ახლა არჩევს.

წელს, დაახლოებით 200 ათასი ლარის ღირებულების სამუშაოს, სავარაუდოდ, შპს ,,ერედვი 2008" შეასრულებს.

გამგეობა და კომპანია სატენდერო დოკუმენტების შემოწმების პროცესში არიან.

ყოველდღიურად, წყალი მდინარის კალაპოტში რამდენიმე სანტიმეტრით მატულობს.


მდინარე სურამულა და სურამი

სურამულა — მდინარე ხაშურის მუნიციპალიტეტში, მტკვრის მარცხენა შენაკადი. სათავე აქვს ლიხის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე ზღვის დონიდან 1200 მეტრზე. სიგრძე 42 კილომერტი. საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე[1], წყალმოვარდნები — შემოდგომაზე, წყალმცირობა — ზამთარში.,,ზაფხულში ძალიან პატარა მოდის, მაგრამ გზაფახულზე მაგრად დიდდება.

,,2011 წელს ისე ადდიდა, რომ აგერ მეორე ნაპირზე სახლს ხომ ხედავ? მეორე სართულამდე ავიდა. მართალია, მაშინ მეწყერი ჩამოწვა რიკოთზე, მაგრამ წელს ნამდვილი ზამთარი იყო და ბევრი თოვლია მთებზე, ამიტომ ველოდებით რომ ძალიან ადდიდება." - გვითხრა ადგილობრივმა მცხოვრებმა.

იხ. ვიდეო, ადიდებული სურამულა 2011 წელს




სურამში, საცხოვრებელი სახლების ეზოებში, ამჟამად, თოვლი ისევ დევს. იმედი აქვთ, რომ ლიხის ქედზე თოვლი გვიან დადნება და ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარებას მოასწრებენ.

რუსიასა და იერუსალიმის ქუჩებს შორის მონაკვეთი 100-150 მეტრია. აღნიშნულ მონაკვეთზე მიწამ კალაპოტისკენ დაიწია.

მაგალითად, იანვრის ბოლოს, რუსიას ქუჩის მე-19 ნომერში მდინარის წყალი ეზოს ღობეს გასცდა.



ფოტო: 26.01.2017 საცხოვრებელი სახლის ეზო




ფოტო: 26.01.2017 მდინარე სურამულა რუსიას ქუჩის ხიდიდან




ამჟამინდელი მდგომარეობა - რას აპირებს გამგეობა

ხაშურის გამგეობის ინსფრასტრუქტურის სამსახურის ცნობით, 2017 წლის იანვარში, უხვი დიდთოვლობის და პერიოდული ყინვების შედეგად, ძველი ავარიული ნაპირსამაგრი ნაგებობის მთელ პერიმეტრზე გრუნტის წყლები დაგროვდა.

გრუნტის მოჭარბებულმა ტენიანობამ კი, მიწის დიდი მასის მოწყვეტა გამოიწვია.

წყალმა ძველი ნაპირსამაგრი ნაგებობა ნაწილობრივ მოშალა, ხოლო რიყე, კლდოვანი ქვით ნაშენები ნაგებობის საძირკველი და ზეძირკველი დაბზარა.

ამის გამო, რუსიას 19-ნომერში მდებარე საცხოვრებელი სახლების ღობეებთან, გადაუდებელი წესით, სარეზერვო ფონდიდან 57 ათასი ლარი გამოიყო და გამაგრებითი სამუშაოები დაიწყო, რომელიც 16 მარტს დასრულდება.

,,ავარიული ნაპირსამაგრი ნაგებობის მთლიანად მოშლის შემთხვევაში მდინარის კალაპოტი ჩაიხერგებოდა, დაბა სურამის გარკვეული ტერიტორია დაიტბორებოდა და კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლების და დამხმარე შენობა-ნაგებობები დაზიანდებოდა. ასევე საფრთხეს უქმნიდა მის უშუალო სიახლოვეს არსებულ საავტომობილო ხიდს" - აცხადებენ გამგეობაში.

ეს არის დაახლოებით 20 ან 30-მეტრიანი მონაკვეთი, რომლის სამუშაოები ადგილზე ვნახეთ, თუმცა მასშტაბური ღონისძიებები ჯერ დაწყებულა.

გამგეობის ცნობით, დანარჩენი 200 ათასი ლარით კაპიტალურად გაკეთდება დაახლოებით 200-250 მეტრ სიგრძეზე, როგორც რუსიას ქუჩის მონაკვეთი, ასევე, ბაზრის უკანა მხარეს არსებული მონაკვეთი.



ფოტო: სარემონტო სამუშაოები სარეზერვო ფონდიდან, გადაღებულია რუსიას ქუჩის ხიდიდან 2017 წლის 5 მარტს




ფოტო: სარემონტო სამუშაოები სარეზერვო ფონდიდან, გადაღებულია 2017 წლის 5 მარტს








მდინარე სურამულას მარცხენა სანაპირო, რუსიას ხიდიდან, გადაღებულია 2017 წლის 5 მარტს



მდინარე სურამულას გარემონტებული კალაპოტი, იურუსალიმის ქუჩის ხიდიდან, გადაღებულია 2017 წლის 5 მარტი
Print

სტატიის გამოყენების პირობები