ახალი ამბები
გორში ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრში მწერალ დათო ტურაშვილს შეხვდნენ
დღეს, 5 მარტს, ქალაქ გორში, ბავშვთა და ახალგაზრდობის კლუბში მწერალ დათო ტურაშვილს შეხვდნენ.

კლუბი, რომელიც მერიის მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრს ეკუთვნის, საჯარო ლექციის მასპინძელი აღმოჩნდა.

დათო ტურაშვილმა ლექცია წაიკითხა თემაზე "ქართული კინოს ისტორია".

ღონისძიების ორგანიზატორები არიან არასამთავრობო ორგანიზაცია "ჯუნიპერი" და ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი.

შეხვედრა პროექტის "თავისუფალი კინოჩვენებები გორში" ფარგლებში ჩატარდა და დაფინანსებულია ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები