ახალი ამბები
თამარ თედლიაშვილმა ,,თავისუფალი დემოკრატები" დატოვა
ქალაქ გორის საკრებულოს წევრმა თამარ თედლიაშვილმა ,,თავისუფალი დემოკრატები" დატოვა.

ამის შესახებ წერილობითი განცხადება თედლიაშვილმა აპარატის კანცელარიაში გასულ თვეს დატოვა.

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება პარტიიდან ირაკლი ალასანიას წასვლის შემდეგ, მიიღო.

ფაქტობრივად, ქალაქის საკრებულო ,,თავისუფალი დემოკრატების" გარეშე დარჩა.

თედლიაშილამდე პარტია დავით წეწვაძემ დატოვა, რომელიც 2016 წლის ზაფხულში ,,ქართულ ოცნებას" შეუერთდა.

თამარ თედლიაშვილი, ამიერად, ვერხვების დასახლების ინტერესებს თავისუფალი წევრის სახელით დაიცავს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები