ახალი ამბები
პარკირების ახალმა სამსახურმა გორში მძღოლებისგან 31 ათასი ლარი უკვე აკრიფა
კომპანია ,,გორის სერვის ჯგუფის" თანამშრომლებმა მანქანების პარკირებიდან, ოფიციალურად, 31 ათასი ლარი უკვე აკრიფეს.

ამის შესახებ კომპანიის წარმომადგენლებმა საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს წერილობით აცნობეს.

,,ამ თანხის გარდა შემოსულია დამატებით 8 830 ლარი, რომელიც უშუალოდ აბონენტების გაყიდვის შედეგად იქნა მობილიზებული" - აღნიშნულია კომპანიის ხელმძღვანელის წერილობით ანგარიშში.

ამავე დოკუმენტში წერია, რომ ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტის დასამზდებლად, სულ 2 910 ლარი დახარჯეს.

ქალაქის ტერიტორიაზე პარკირების სისტემის მოწესრიგება ,,გორის სერვის ჯგუფის" წარმომადგენლებს 2016 წლის მაისიდან დაევალათ.

გორის მერიამ 2017 წლის დასაწყისში ქალაქის მოსახლეობა გააფრთხილა, რომ პარკირებისას კონტროლიორებს თანხა ხელზე აღარ გადაუხადონ.

იმ პერიოდში კომპანიის ხელმძღვანელი აცხადებდა, რომ უახლოეს ხანებში იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანხი ელექტრონულად გადახდის სისტემას დაწვეწდა.

დღეს მდგომარეობით, ეს სისტემა კვლავ ვერ ამუშავდა.

2016 წლის 6 მაისამდე ავტომანქანა, დგომისას, სავალ გზასთან მიმართებაში, 45%-იან კუთხეს ქმნიდა, მას შემდეგ, მძღოლებს ავტომობილის დაყენება სავალი გზის პარალელურად დაევალათ.

2016 წლის მაისიდან, პარკირების მართვის უფლება ,,სიტი გორს" ჩამოერთვა და ,,გორის სერვის ჯგუფს" გადაეცა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები