ახალი ამბები
რამაზ იოსელიანმა ფრაქცია ,,ქართული პარტიის" ხელმძღვანელის პოსტი დატოვა
მსახიობმა რამაზ იოსელიანმა ფრაქცია ,,ქართული პარტიის" ხელმძღვანელის პოსტი დატოვა.

ამის შესახებ მან ქალაქ გორის საკრებულოს წევრებს წერილობით აცნობა.

საკრებულოს დეპუტატმა მიმართვა ცნობად მიიღეს.

ირაკლი ოქრუაშვილის პარტიას ფრაქციაში ოთხი წევრი ჰყავს.

როგორც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს საკრებულოს აპარატიდან აცნობეს, იოსელიანმა პოსტი საკუთარი სურვილით დატოვა.

მის მაგივრად ლერი ლაფაჩი აირჩიეს.

ფრაქციის ხელმძღვანელის ხელფასი ქალაქ გორის საკრებულოში 1500 ლარია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები